მოსწავლეები

Wednesday, April 19, 2017

ქუთათურთა გამორჩეულად საყვარელი უბანი ბალახვანი

პროექტის ''ჩემი უბანის ისტორია''- ს  ფარგლებში მე-9 სკოლამ მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია ძველი უბნის-ბალახვნის შესახებ 















  ქუთათურთა გამორჩეულად საყვარელი უბანი                                                        ბალახვანი

წერეთლის ქუჩა ლენინის რაიონის ტერიტორიაზეა ,იწყება რუსთაველის გამზირიდან და მთავრდება ხორცკომბინატთან . ქუჩის დასაწყისი ნაწილი წარმოქმნილია XIX საუკუნის 20 –იან წლებში და ამავე საუკუნის შუახანებისთვის ქუჩა გაგრძელდა დღევანდელი ახალგაზრდობის ქუჩის დასაწყისამდე , ყოფილი წყალთაშუას და კახიანაურის უბნებზე გამავალი გზების მიერთების შედეგად .რაც შეეხება მონაკვეთს , რომელიც ახალგაზრდობის გამზირიდან გრძელდება , იგი XX საუკუნის 40-იან წლებშია წარმოქმნილი და წერეთლის ქუჩას მიუერთეს ამავე საუკუნის 50-იან წლებში.
ქუთაისს სამხრეთ დასავლეთით მდინარე მარჯვენა სანაპიროზე ფართოდ იშლება კოლხეთის ვაკე დაბლობი, ხოლო აღმოსავლეთიდან მას მთაგორიანი ტერიტორია ესაზღვრება. ქუთაისსა და მის გარშემო მდებარე მიდამოებს მრავალფეროვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ქალაქი მოქცეულია ინტენსიური მეურნეობისათვის ხელშემწყობ ზომიერ ნიადეგურ კლიმატურ პირობებში, მისი წლიური საშუალო ტემპერატურა 14,5 გრადუსს უდრის .
ბალახვანში თითქმის ყველა სახლი ხისგან შენდებოდა, მეტ შემთხვევაში დახურული იყო ყავრით. საზოგადოებრივი შენობები კი ძირითადად ქვისა და აგურისგან იგებოდა . ბალახვანში დღემდე არის ძველი ქართული სახლები მოჩუქურთმებული აივნებით , რომლებიც კარგად გამოიყურება გამწვანებული ეზოს ფონზე. XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყო ქუჩების კეთილმოწყობა . ამ დროისათვის ბალახვანში უკვე დაიწყო ორ სართულიანი სახლების ქვებითა და აგურით შენება .
70– იან წლებიდან დასახლება საკმაოდ ენერგიულად მიიწევდა წინ სამხრეთითა და სამხრეთ აღმოსავლეთით ბალახვნისა და საღორიის ტყის მიმართულებით . ამ პროექტს ხელი შეუწყო 1877 წ რიონ –ქუთაისის რკინიგზის ხაზის გაყვანამ და ქალაქის სამხრეთ საზღვარზე სარკინიგზო სადგურის გახსნამ. ეს უკანასკნელი მოსახლეობის მიზიდვის ახალ ცენტრს წარმოადგენდა . აჩქარებდა რა მიმდებარე ტერიტორიის დასახლებას.

XIX საუკუნის შუა წლებიდან რიონის მარჯვენა მხარის მოსახლეობა გაიზარდა , რომელიც თითქმის გაუტოლდა მარცხენა მხარის მცხოვრებ მოსახლეობას.

ქუთაისის რკინიგზის სადგურს ქალაქის ცენტრთან კიროვის ქუჩა აერთიანებს . ერთკილომეტრიანი მაგისტრალის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობები. იქ მდებარებს პედაგოგიური ინსტიტუტი იგი აგებულია 900-იანი წლების დასაწყისში ინჟინერ შმიდტის პროექტით.

ცენტრალური მოედნის მახლობლად, აკაკი წერეთლისა და კიროვის ქუჩებს შორის ძველი სახლების აღების შემდეგ წარმოქმნილ მოედანზე უკანასკნელ წლებში აიგო ორდარბაზიანი კინოთეატრი "საქართველო".








                                  ბალახვნელი უხუცესის ინტერვიუ 


–როგორც ამ უბნის უხუცესი რა შეიგიძლიათ გვითხრათ ბალახვნის შესახებ?
– ძველად ბალახვანში ღვინის ქარხანა იყო და ხდებოდა ღვინის წარმოება. ქარხანაში წარმოებული ღვინო ძალიან ძვირად ფასობდა და წარმატებითაც იყიდებოდა . დღესდღეობით ბალახვანში შემორჩენილია ასსაფეხურიანი კიბეები , რომელზეც იმართებოდა ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებიც ესწრებოდნენ.
– რას გვეტყვით თქვენს  სკოლაზე?
– პირელი  კლასიდან ვსწავლობდი მე–9 სკოლაში. ჩვენს სასწავლებელში თავიდან გოგონები და ვაჟები ერთად ვსწავლობდით , მაგრამ შემდეგ გავიყავით და ჩამოყალიბდა ვაჟთა და ქალთა სკოლა. მე–9 სკოლაში მხოლოდ ქალები სწავლობდნენ . იქ დაახლოებით ირიცხებოდა 1000 ბავშვი თითოეულ ჯგუფში 30-35 მოსწავლე იყო. 
–რას გაიხსენებდით სკოლის ცხოვრებიდან?
–ამ სკოლაში სასიამოვნო წლები გავიარე, რომელიც ცხოვრებაში გამომადგა . სკოლაში იყო მუსიკალური გუნდები. ამ გუნდში მეც გახლდით . მახსოვს თავმჯდომარემ გვთხოვა თითოეულ კლასს თავის გუნდი წარმოედგინათ ; როდესაც გუნდები წარმოვადგინეთ, ერთ–ერთმა პროფესორმა დედაჩემს უთხრა, წამოიყვანეთ თქვენი შვილი თბილისში და ნამდვილი მომღერლად ვაქცევო. ანუ ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და მთხოვა მომღერალი გავმხდარიყავი.