სკოლის ისტორია
ძვირფასო მკითხველო! მოგმართავთ რა თქვენ, შემთხვევით როდი შევარჩიე ეს ეპითეტი, რადგან ვერც ერთი სხვა ვერ გადმოსცემს სრულიად თქვენდამი ჩვენს დამოკიდებულებას,
ეს ხომ განკუთვნილია
მათთვის ვისაც უშუვალო შეხება ჰქონია მე-9 სკოლასთან, ვისთვისაც სულერთი არაა მისი წარსული და აწყმო, ვინც მისი წაკითხვისას
განიმსჭვალება კეთილი მოგონებებით და იმედი მაქვს განიმტკიცებს დამსახურებულ პატივისცემას მისადმი. რევოლიციის ცეცხლში, სამოქალაქო ომისა და ინტერვენციის პერიოდში შობილმა რუსულმა სკოლამ 73 წლის შემდეგ შეწყვიტა არსებობა. მომდევნო რევოლუციასა და სამოქალაქო ომამდე, ხოლო შემდეგ დღევანდელობამდე, იგი ფუნქციონირებს როგორც ქართული სკოლა.
თავისი არსებობის მანძილზე, სკოლამ არა ერთხელ შეიცვალა ნუმერაცია და დასახელება, მაგრამ ყველა დროში, ჯერ რუსულ ენოვნების ძალით, ხოლო შემდგომ სასწავლებელში დამკვიდრებული მდიდარი და ძლიერი სასწავლო-სააღმზრდელო ტრადიციების საფუძველზე, იგი ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება ქალაქის ერთ-ერთ წამყვან და პრესტიჟულ სკოლად.
სკოლის ღირსეული მუშაობის შესახებ არა ერთხელ აღნიშნავდა არა მარტო ადგილობრივი და რესპუბლიკური,
არამედ საკავშირო, ცენტრალური და საუწყებო პრესა. სკოლის მიერ მოპოვებული ასობით ქების სიგელი, მადლობის ფურცელი, დიპლომი თუ სხვადასხვა ხარისხის პრიზი, თავისთავად მეტყველებს მის წარმატებაზე.
სკოლის ასობით კურსდამთავრებული თავისი მიღწევებით ასახელებდა მშობლიურ სასწავლებელს არა მარტო საკავშირო მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც: აშშ, გერმანიაში, ავსტრიაში, ისრაელში, საფრანგეთსა და სხვა.
დიდია
სკოლის ღვაწლი კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების საქმეში. ათეული წლების მანძილზე სკოლის ბევრმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი განათლება და მიაღწია წარმატებას თავის საქმიანობაში
საქართველოს ბევრ ქალაქსა და სხვადასხვა ქვეყანაში.
სკოლის კურსდამთავრებულთა შორის არიან: ომისა და შრომის გმირები, შრომის ვეტერანები, აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერებათა კანდიდატები და დოცენტები. საქალაქო და რაიონული მდივნები, თავმჯდომარეები, მინისტრები, პარლამენტარები, ადგილობრივი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. საკრებულოს წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, რეჟისორები, არქიტექტორები, ექიმები, ინჟინრები, პედაგოგები, მომღერლები, მსახიობები, მთარგმნელები, იურისტები.
თავისი არსებობის მანძილზე სკოლის პედაგოგებმა მოიპოვეს არსებული ყველა სახელმწიფო ჯილდო და წოდება.