მოსწავლეები
Tuesday, December 13, 2016
Tuesday, March 29, 2016
ტვინების ბრძოლა მე–9 სკოლაში
ტვინების ბრძოლა მე–9 სკოლაში
"ტვინების ბრძოლა" საგანმანათლებლო თამაშია რომლის მიზანია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდებში წიგნიერების დონის და სწავლის მიმართ ინტერესის ამაღლება.
ამასთანავე, ლოგიკური ანალიზის, სწრაფი კოორდინირებისა და გუნდური მუშაობის უნარჩვევების განვითარება
ჩვეულებრივ ,''ტვინების ბრძოლა'' ქალაქის ან საქართველოს მაშტაით მართავს თამაშებს ,თუმცა პოპულარიზაციის და წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, თამაშების ჩატარება სკოლებშიც დაიწყო .
გამონაკლისი არც მე–9 საჯარო სკლა ყოფილა , 28 თებერვალს , ჩვენს სკოლაში გაიმართა ''ტვინების ბრძოლის'' შიდა სასკოლო ჩემპიონატი სადაც ერთმანეთს 8 გუნდი დაუპირისპირდა რომლის შემადგენლობაში იყვნენ : მე–8, მე–9 და მე–10 კლასელები
თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა დებიუტანტი გუნდებისთვის რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს .
გამარჯვებული კი გახდა მრავალგზის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდი ''აისბერგი'' გუნდის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიპიკატი . თუ დაინტერესდით თამაშით ეწვიეთ საიტს
Tuesday, February 23, 2016
მე და კონსტიტუცია
მე და კონსტიტუცია
ვიდეო რგოლი მომზადდა პროექტის ფარგლებში ''მე და
კონსტიტუცია '' ქ.ქუთაისის მე–9 საჯარო სკოლის მე–10
კლასის მოსწავლეების მიერ
გაზეთი არეა
''არეა''
წლების განმავლობაში სკოლაში გამოდიოდა ხელნაწერი ჟურნალები, მაგრამ პირველად 1998 წელს გამოიცა იუნესკოს ასოცირებული მე–9 სკოლა გიმნაზიის გაზეთი, სახელწოდებით ''არეა'' სრულმეტრაჟიანი გაზეთის გამოცემაში დიდი წილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწაველბელს ალა არჩვაძეს სკოლის ბევრმა მასწავლებელმა და მოსწავლემ წარმოადგინა თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრები, მოთხრობები, ლექსები ნოველები, ჩანახატები კროსვორდები და სხვა
მე–9 სკოლის ღირსების ორდენის კავალერები
მე–9 სკოლის ღირსების ორდენის კავალერები
1. მერი ფაჩუაშვილი
2. როლანდ ციციშვილი
3. ჯემალ ერიქაშვილი
4. ლილი ნინიკაშვილი
5. მავრა დეისაძე
6.ომარ ჩიქვილაძე
7. ბელა ურთმელიძე
სკოლის ისტორია
სკოლის ისტორია
ძვირფასო მკითხველო! მოგმართავთ რა თქვენ, შემთხვევით როდი შევარჩიე ეს ეპითეტი, რადგან ვერც ერთი სხვა ვერ გადმოსცემს სრულიად თქვენდამი ჩვენს დამოკიდებულებას,
ეს ხომ განკუთვნილია
მათთვის ვისაც უშუვალო შეხება ჰქონია მე-9 სკოლასთან, ვისთვისაც სულერთი არაა მისი წარსული და აწყმო, ვინც მისი წაკითხვისას
განიმსჭვალება კეთილი მოგონებებით და იმედი მაქვს განიმტკიცებს დამსახურებულ პატივისცემას მისადმი. რევოლიციის ცეცხლში, სამოქალაქო ომისა და ინტერვენციის პერიოდში შობილმა რუსულმა სკოლამ 73 წლის შემდეგ შეწყვიტა არსებობა. მომდევნო რევოლუციასა და სამოქალაქო ომამდე, ხოლო შემდეგ დღევანდელობამდე, იგი ფუნქციონირებს როგორც ქართული სკოლა.
თავისი არსებობის მანძილზე, სკოლამ არა ერთხელ შეიცვალა ნუმერაცია და დასახელება, მაგრამ ყველა დროში, ჯერ რუსულ ენოვნების ძალით, ხოლო შემდგომ სასწავლებელში დამკვიდრებული მდიდარი და ძლიერი სასწავლო-სააღმზრდელო ტრადიციების საფუძველზე, იგი ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება ქალაქის ერთ-ერთ წამყვან და პრესტიჟულ სკოლად.
სკოლის ღირსეული მუშაობის შესახებ არა ერთხელ აღნიშნავდა არა მარტო ადგილობრივი და რესპუბლიკური,
არამედ საკავშირო, ცენტრალური და საუწყებო პრესა. სკოლის მიერ მოპოვებული ასობით ქების სიგელი, მადლობის ფურცელი, დიპლომი თუ სხვადასხვა ხარისხის პრიზი, თავისთავად მეტყველებს მის წარმატებაზე.
სკოლის ასობით კურსდამთავრებული თავისი მიღწევებით ასახელებდა მშობლიურ სასწავლებელს არა მარტო საკავშირო მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც: აშშ, გერმანიაში, ავსტრიაში, ისრაელში, საფრანგეთსა და სხვა.
დიდია
სკოლის ღვაწლი კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების საქმეში. ათეული წლების მანძილზე სკოლის ბევრმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი განათლება და მიაღწია წარმატებას თავის საქმიანობაში
საქართველოს ბევრ ქალაქსა და სხვადასხვა ქვეყანაში.
სკოლის კურსდამთავრებულთა შორის არიან: ომისა და შრომის გმირები, შრომის ვეტერანები, აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერებათა კანდიდატები და დოცენტები. საქალაქო და რაიონული მდივნები, თავმჯდომარეები, მინისტრები, პარლამენტარები, ადგილობრივი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. საკრებულოს წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, რეჟისორები, არქიტექტორები, ექიმები, ინჟინრები, პედაგოგები, მომღერლები, მსახიობები, მთარგმნელები, იურისტები.
თავისი არსებობის მანძილზე სკოლის პედაგოგებმა მოიპოვეს არსებული ყველა სახელმწიფო ჯილდო და წოდება.
Subscribe to:
Posts (Atom)